27 დეკემბერი 2024,   10:58
ვრცლად
"საერთაშორისო აუდიტორიულმა ამერიკულმა კომპანიამ ელექტრონული ტექნოლოგიის გამართული მუშაობა დაადასტურა" - გიორგი კალანდარიშვილი

"ელექტრონული ტექნოლოგიის გამართული მუშაობა დაადასტურა საერთაშორისო აუდიტორიულმა ამერიკულმა კომპანიამ", - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თმით, აკრედიტებულმა ამერიკულმა კომპანიამ დაადასტურა, რომ ტექნოლოგიები პასუხობდა ადგილობრივ კანონმდებლობას და საერთაშორისო პრაქტიკასა და სტანდარტს.

"ელექტრონული ტექნოლოგიის გამართული მუშაობა დაადასტურა საერთაშორისო აუდიტორიულმა ამერიკულმა კომპანიამ, PRO V&V-მ, რომელიც ორიდან, ის ერთი აკრედიტებული ორგანიზაციაა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელსაც არა მხოლოდ ხმის მიცემის სისტემის ტესტირების უფლებამოსილება გააჩნია, არამედ ის თავად ახორციელებს ლიცენზიების გაცემას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალების იმპლემენტაციას.

რამდენიმე წუთის წინ დავასრულეთ მათთან შეხვედრა, სადაც ოფიციალურად გადმოგვეცა პირველი და მეორე ფაზის აუდიტის შედეგები, სადაც ცალსახად დადასტურებულია და დოკუმენტის თარგმნისთანავე საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება ყველა ქართული მხარისთვის.

მანიპულაციურად წამოჭრილი საკითხი, თითქოს და ამომრჩევლის ერთიან სიებში იყო სიების დუბლირება, განსაკუთრებით, ვერიფიკაციის ნაწილში, იმთავითვე უსაფუძვლოა. მინიმუმ, ქაღალდის კვალის პირობებში, მაშინ, როდესაც სიები სრულად აუდიტირებადი იყო და ყველა ვერიფიკაციის აპარატიდან იბეჭდებოდა ამომრჩეველთა სიები და საჯარო, ხელმისაწვდომ იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის - დღეს ეს ამერიკულმა კომპანიამ PRO V&V-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა და მიუთითა იმაზე, რომ ტექნოლოგიები პასუხობდა ადგილობრივ კანონმდებლობას და საერთაშორისო პრაქტიკასა და სტანდარტს", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

დღის ამბები