30 ოქტომბერი 2024,   19:24
ვრცლად
"არც ეს განცხადება და არც სხვა განცხადებები არ იყო დამყარებული დამკვირვებლების და თუნდაც ეუთო/ოდირის დასკვნებზე, რადგან თავად ეუთო/ოდირმა აღიარა ეს არჩევნები" - ნინო წილოსანი ბაიდენის განცხადებაზე

"ქართული ოცნების" წევრმა, ნინო წილოსანმა, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება შეაფასა, სადაც ჯო ბაიდენი საქართველოში ჩატარებული არცევნების გამოძიებას და ე.წ "უცხოური გავლენის კანონის" გაუქმებას ითხოვს.

როგორც წილოსანმა "დღის კურიერის" ეთერში განმარტა, ჯო ბაიდენის განცხადება ოპოზიციური პარტიების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა და არ შეიცავდა არანაირ კონკრეტიკას.

წილოსანის თქმით, "გამჭვირვალობის" კანონი მოხსენებული იყო რუსულად, რაც ბაიდენის მხრიდან ძალიან შეურაცხმყოფელია მთლიანად საქართველოს სახელმწიფოს მიმართ.

"სამწუხაროდ, აშშ-ის პრეზიდენტის ეს განცხადება დამყარებულია ისეთი ადამიანების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, როგორიც თქვენი წინა რესპონდენტი იყო. სრულიად არასერიოზული აქტორი ბატონი მანჯგალაძე, რომელიც სამარცხვინო მათემატიკით არის დაკავებული და იმის გარდა, რომ "თხა და გიგოს" მსგავსად ატრიალონ ციფრები, ნამდვილად ვერ ასაბუთებენ ვერანაირ გაყალბების ფაქტს, რომელიც არის აბსურდი. მთლიანი განცხადება, რომელიც არანაირ კონკრეტიკას არ შეიცვას და მათ შორის, არ შეიძლება არსებობდეს რაიმე გაყალბების სერიოზული ფაქტები და არგუმენტები, ამ სულისკვეთებით არის დაწერილი. მე არ მინდა, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის შეფასებებში შორს წავიდე, თუმცა საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რა აქცენტები იყო ამ წერილში. შესაბამისად, საზოგადოება თავად გამოიტანს დასკვნებს.

მინდა, საზოგადოებამ კარგად იცოდეს ის აქცენტები, რომელიც ბაიდენის მხრიდან გამოქვეყნებულ წერილში იყო. დავიწყოთ იმით, რომ "გამჭვირვალობის" კანონი მოხსენიებულია რუსულ კანონად, რაც ძალიან შეურაცხმყოფელია მთლიანად საქართველოს სახელმწიფოს მიმართ, რადგან არ შეიძლება საქართველოს ხელისუფლება იღებდეს რუსულ კანონებს. ეს არის ნომერ პირველი შეურაცხყოფა და უსამართლო შეტევა. არც ეს განცხადება და არც სხვა სიტყვიერი განცხადებები არ იყო დამყარებული დამკვირვებლების და თუნდაც ეუთო/ოდირის დასკვნებზე, რადგან თავად ეუთო/ოდირმა აღიარა ეს არჩევნები", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დღის ამბები