30 ოქტომბერი 2024,   19:19
ვრცლად
"ვერ აღმოვაჩინე ვერცერთი დარღვევა, რომელიც მიმართული იქნებოდა საარჩევნო პროცესისა და მისი ტექნიკური მსვლელობის შეფერხებისკენ" - ბუნდესრატის წევრი ჰარალდ ჰიმერი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე

ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ოფიციალურმა Facebook-გვერდმა საქართველოში გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოაქვეყნა.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ - "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, რომელმაც ხმების 54 % მიიღო. ასევე ხაზგასმულია, რომ არჩევნებზე მრავალი დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მისია იყო წარმოდგენილი, 500-ზე მეტი დამკვირვებლით. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ ოპოზიციას შედეგების აღიარება არ სურს.

აღსანიშნავია, რომ ეუთოსა და ევროპარლამენტის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობა ავსტრიის პარლამენტის წევრებმაც მიიღეს.

ბუნდესრატის წევრის, ჰარალდ ჰიმერის განცხადებით, მის სადამკვირვებლო არეალში არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა.

"ცხადია, რომ მე მხოლოდ ჩემს სადამკვირვებლო არეალში არსებულ ვითარებაზე შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია, აქ მე ვერ აღმოვაჩინე ვერცერთი დარღვევა, რომელიც მიმართული იქნებოდა საარჩევნო პროცესის და მისი ტექნიკური მსვლელობის შესაფერხებლად," - აცხადებს ბუნდესრატის წევრი, ჰარალდ ჰიმერი.

დღის ამბები