ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ოფიციალურმა Facebook-გვერდმა საქართველოში გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ - "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, რომელმაც ხმების 54 % მიიღო. ასევე ხაზგასმულია, რომ არჩევნებზე მრავალი დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მისია იყო წარმოდგენილი, 500-ზე მეტი დამკვირვებლით. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ ოპოზიციას შედეგების აღიარება არ სურს.
აღსანიშნავია, რომ ეუთოსა და ევროპარლამენტის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობა ავსტრიის პარლამენტის წევრებმაც მიიღეს.
ბუნდესრატის წევრის, ჰარალდ ჰიმერის განცხადებით, მის სადამკვირვებლო არეალში არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა.
"ცხადია, რომ მე მხოლოდ ჩემს სადამკვირვებლო არეალში არსებულ ვითარებაზე შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია, აქ მე ვერ აღმოვაჩინე ვერცერთი დარღვევა, რომელიც მიმართული იქნებოდა საარჩევნო პროცესის და მისი ტექნიკური მსვლელობის შესაფერხებლად.
არჩევნებს ასევე ეხმაურება ბუნდესრატის წევრი, კლემენს კოფლერი, რომელიც აღნიშნავს, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართა და ამომრჩევლებმა ხმა მისცეს ყველანაირი ზეწოლის გარეშე.
"ხმის მიცემის დროს ჩვენ დავაკვირდით, რომ ამომრჩევლებმა ხმა მისცეს ზეწოლის გარეშე. საარჩევნო კაბინები იყო გამჭვირვალე და კარგად დაცული. გარემო იყო მშვიდობიანი, მე ვერ აღმოვაჩინე დაშინების ან ძალადობის ვერც ერთი ნიშანი", - განაცხადა კლემენს კოფლერმა.