30 ოქტომბერი 2024,   21:23
ვრცლად
თუ ისინი პროკურატურაში მისვლაზე თავს შეიკავებენ, ეს იქნება აღიარებითი ჩვენება, რომ გაყალბებაზე ნებისმიერი საუბრები სინამდვილეში მავნებლური ტყუილი იყო - რატი იონათამიშვილი

უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, სინამდვილეში, საქართველოს პროკურატურისთვის უნდა მიემართათ იმ პოლიტიკურ აქტორებს, რომლებიც გაყალბებაზე საუბრობენ.

მისი განმარტებით, თუ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პროკურატურაში მისვლაზე და ჩვენების მიცემაზე უარს იტყვიან, ეს იმის დასტური იქნება, რომ გაყალბებაზე ნებისმიერი საუბრები სინამდვილეში მავნებლური ტყუილი იყო.

"სინამდვილეში, საქართველოს პროკურატურისთვის უნდა მიემართათ იმ ე.წ. პოლიტიკურ აქტორებს, რომლებიც გაყალბებაზე საუბრობენ. მათ ეს არ გააკეთეს და მივესალმები, რომ ცესკომ მიმართა. ახლა მათ მოუწევთ მივიდნენ პროკურატურაში და მიცენ ჩვენებები, თუ ისინი ამისგან თავს შეიკავებენ, ეს იქნება აღიარებითი ჩვენება მათი მხრიდან, რომ გაყალბებაზე ნებისმიერი საუბრები სინამდვილეში მავნებლური ტყუილი იყო", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები