უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებულ განცხადებებზე, სალომე ზურაბიშვილს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სხვა სტრუქტურებს, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა მართებთ.
ვოლსკის განმარტებით, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გამოძიება რომ არ დაწყებულიყო, ბევრად მეტი სპეკულაცია იქნებოდა.
"არა მარტო სალომე ზურაბიშვილს, არამედ ყველა სხვა სტრუქტურას, თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციას, ვინც მეორე დღესვე დაუფიქრებლად გამოაცხადა, რომ არჩევნები არის გაყალბებული, მართებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა. ვფიქრობ, რომ გაცილებით მეტი იქნებოდა სპეკულაცია თუ კი ასეთ განცხადებებზე, მათ შორის, ოფიციალურ განცხადებებზე, უცხოეთის მედიასთან გაკეთებულ განცხადებებზე პროკურატურა არ დაიწყებდა გამოძიებას", - განაცხადა გია ვოლსკიმ.