04 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
"ღრმად დამწუხრებული ვარ გამანადგურებელი წყალდიდობის გამო, საქართველო სოლიდარობას უცხადებს ესპანეთს ამ რთულ მომენტში" - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესპანეთში მომხდარ წყალდიდობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და კოლეგას პედრო სანჩესს მხარდაჭერა გამოუცხადა.

"საქართველო სოლიდარობას უცხადებს ესპანეთს ამ რთულ მომენტში, ჩვენი ფიქრები გარდაცვლილების ოჯახის წევრებთან და დაზარალებულებთან არის", - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

"ღრმად დამწუხრებული ვარ გამანადგურებელი წყალდიდობის გამო, რომელმაც ესპანეთში ადამიანების ტრაგიკული დაღუპვა გამოიწვია. ჩვენი ფიქრები გარდაცვლილების ოჯახის წევრებთან და დაზარალებულებთან არის. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრს პედრო სანჩესს.

ესპანეთის მამაც ხალხს, ძალას, ერთობას და გამძლეობას ვუსურვებ. საქართველო სოლიდარობას უცხადებს ესპანეთს ამ რთულ მომენტში", - წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.

დღის ამბები