30 ოქტომბერი 2024,   23:23
ვრცლად
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ვირჯინიის შტატს უფლება მისცა საარჩევნო სიებიდან ამოიღონ პირები, რომლებზეც ეჭვობენ, რომ აშშ-ის მოქალაქეები არ არიან

აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ, ვირჯინიის შტატს უფლება მისცა, განახორციელონ პროგრამა, რომლის მიხედვითაც მათ უფლება ექნებათ საარჩევნო სიიდან ის პირები ამოიღონ, რომლებზეც ეჭვი აქვთ, რომ აშშ-ის მოქალაქეები არ არიან. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

კონსერვატორი მოსამართლეების მხარდაჭერით მიღებული კანონი, შტატს შესაძლებლობას მისცემს საარჩევნო სიიდან გარკვეული პირები ამოიღონ, ასეთი პირების ზუსტი რაოდენობა კი, ჯერჯერობით უცნობია.

ლიბერალური მოსამართლეები სონია სოტომაიორი, ელენა კაგანი და ქეტანჯი ბრაუნ ჯექსონი მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.

"რესპუბლიკელებმა", მათ შორის, ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ვირჯინიის პროგრამა მოიწონეს და აღნიშნეს, რომ ეს გადაწყვეტილება ჭკვიანურია, რათა არამოქალაქე პირებმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლონ.

საწინააღმდეგოს ამტკიცებენ ბაიდენის ადმინისტრაციაში, სადაც განმარტავენ, რომ ვირჯინიის პროგრამამ მახე დაუგო ბევრ მოქალქეს და პოტენციურად არჩევანის გაკეთების უფლება ჩამოართვა ადამიანების გაურკვეველ რაოდენობას.

დღის ამბები