27 დეკემბერი 2024,   15:36
ვრცლად
"საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევები გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად უნდა იყოს გამოძიებული" - ჯოზეფ ბორელი

"მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელ დამკვირვებლებს არჩევნები თავისუფალ და სამართლიანად არ გამოუცხადებიათ და არც პირიქით", - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ბორელმა განაცხადა, აუცილებელია გამოძიება იმისთვის, რომ გაირკვეს, რა მოხდა.

"საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც სერიოზული დარღვევებით ხასიათდებოდა. ეს დარღვევები გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად უნდა იქნას გამოსწორებული და გამოძიებული. მე არ ჩამოვთვლი ამ დარღვევებს ცალ-ცალკე, მაგრამ ისინი მრავლადაა და ბევრი მათგანი არის სერიოზული. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელ დამკვირვებლებს არჩევნები თავისუფალ და სამართლიანად არ გამოუცხადებიათ და არც პირიქით. ამიტომ, აუცილებელია გამოძიება იმისთვის, რომ გაირკვეს, რა მოხდა, რა მასშტაბის დარღვევებია და როგორ აისახა ეს შედეგზე. ეს განამტკიცებს ტენდენციას, რომელსაც ბოლო თვეებში ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რაც ქვეყანას ევროკავშირისგან და მისი ღირებულებებისგან აშორებს. ჩვენს ანგარიშში წარმოდგენილია ნათელი გზა ხელახალი ჩართულობისთვის, თუ საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან იქნება პოლიტიკური ნება. ჩვენ გთავაზობთ მკაფიო გზას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ხელახალი ჩართულობისთვის - უცხოური გავლენის შესახებ კანონის გაუქმება, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციაზე უარყოფითი ეფექტი აქვს, ასევე ე.წ. ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის, რადგან დისკრიმინაცია არ არის ღირებულება ჩვენს ევროკავშირის ოჯახში. ეს იქნება კონკრეტული ვალდებულების პირველი ნიშნები საქართველოს ხელმძღვანელობისგან.

ძალზე მნიშვნელოვანია, თვალყური ვადევნოთ მომდევნო დღეებში განვითარებულ მოვლენებს იმ დარღვევების გამოძიების შესახებ, რაც დაფიქსირდა საარჩევნო სადამკვირვებლო ჯგუფების მიერ", - აღნიშნა ჯოზეფ ბორელი.

დღის ამბები