08 დეკემბერი 2024,   04:32
ვრცლად
ოპოზიციის ამომრჩეველი უკვე მეშვიდე დღეა სამოქმედო გეგმას ელოდება - რას აპირებენ ბარიერგადალახული პარტიები

ოპოზიციის ამომრჩეველი უკვე მეშვიდე დღეა სამოქმედო გეგმას ელოდება. რას აპირებენ ბარიერგადალახული პარტიები? - მხარდამჭერები სვამენ კითხვას რატომ კარგავს დროს ოპოზიცია. მორიგი ანონსის მიხედვით, გეგმა ორშაბათს გახდება ცნობილი.

მხარდამჭერების უკმაყოფილებას კი კარვების შეგროვების ინიციატივით უპასუხა ნიკა გვარამიამ. ბარიერგადალახულ ოპოზიციის ლიდერებს აკრიტიკებენ კოლეგა ოპოზიციონერებიც. ქუჩის პროტესტის მომხრე თაკო ჩარკვიანი, კოლეგებს საპროტესტო მუხტის დაგდებაში ადანაშაულებს. იმავე აზრზეა "გირჩიც"

ელენე ხოშტარია კი აცხადებს, რომ პროტესტი ძალიან მწვავე იქნება:

"ქუჩა და პროტესტი არის ერთადერთი გზა, ამასთანავე ჩვენ გვაქვს კონტაქტი პარტნიორებთან. დემოკრატიას და ჩვენს სახელმწიფოს დაიბრუნებს მხოლოდ ხალხი და მოქმედება ქუჩაში. ვარწმუნებ ყველას, რომ პროტესტი იქნება ძალიან მწყობრი, მწვავე და შედეგზე ორიენტირებული," - აცხადებს ”კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.

დღის ამბები