26 დეკემბერი 2024,   17:19
ვრცლად
მესმის და მივიღებ ხალხის აღშფოთებას, მეფის დამოკიდებულება დღეს დილით სამაგალითო იყო - ვალენსიის პრეზიდენტი

ვალენსიის პრეზიდენტმა, კარლოს მაზონმა რეგიონში გამოვლენილი საზოგადოების აღშფოთების მიმართ თანაგრძნობა გამოხატა და მეფე ფელიპეს რეაქცია შეაქო.

“მესმის ხალხის აღშფოთება და, რა თქმა უნდა, დავრჩები და მივიღებ ამას. ეს ჩემი პოლიტიკური და მორალური ვალდებულებაა. მეფის დამოკიდებულება დღეს დილით სამაგალითო იყო“, – წერს მაზონი.

ესპანეთის მეფე ფელიპე დედოფალთან და ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთად, ვალენსიაში, წყალდიდობით დაზარალებულ ქალაქ პაიპორტაში ჩავიდა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები მათ მკვლელს უწოდებდნენ და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანსა და ტალახს ისროდნენ. ადგილობრივების განცხადებით, ხელისუფლებამ სტიქიურ მოვლენაზე დროული რეაგირება არ მოახდინა, რამაც აღნიშნული კატასტროფა გამოიწვია.

ცნობისთვის, ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 214-მდე გაიზარდა.

დღის ამბები