ფეხბურთის მატჩი მსხვერპლით - პერუში სტადიონს მეხი თამაშის დროს დაეცა.
მატჩი პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემოდა, კადრებში ჩანს, როგორ დაეცნენ ფეხბურთელები მინდორზე ელვის შედეგად. დაიღუპა 1 და დაშავდა 4 სპორტსმენი, მათ მძიმე დამწვრობები აღენიშნებათ.
შემთხვევა ხუანკაიოში მოხდა. მეხის დაცემამდე საფეხურთო მატჩი ჭექა-ქუხილის გამო შეწყდა, შემთხვევა კი იმ დროს მოხდა, როდესაც მოთამაშეები მინდორს ტოვებდნენ.