27 დეკემბერი 2024,   00:15
ვრცლად
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხმის მიცემის ფარულობის წესი დარღვევაზე საუბარი დეზინფორმაციაა - პარლამენტის სპიკერმა კონკრეტული ქვეყნების მაგალითზე ისაუბრა

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ინფორმაცია თითქოს 26 ოქტომბერს ამომრჩეველთან ხმის მიცემის ფარულობის წესი დაირღვა, დეზინფორმაციაა. პარლამენტის სპიკერმა კონკრეტული ქვეყნების მაგალითზე ისაუბრა და თქვა, რომ ევროკავშირის წევრ თუ კანდიდატს ქვეყნებში ხშირ შემთხვევაში ბიულეტენი - კონვერტშიც კი არ იყო მოთავსებული, თუმცა ამის მიუხედავად, ამ სახელმწიფოებში არჩევნების შედეგებს ეჭვქვეშ არავინ აყენებს.

შალვა პაპუაშვილის დღევანდელი ბრიფინგის მთავარი ადრესატი ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იყო. თუმცა საიამ პოზიციის გამოხატვისგან თავი შეიკავა. სწორედ ეს ადგილობრივი ორგანიზაცია საუბრობდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე და 3 ათასზე მეტი საარჩევნო უბნიდან 2263-ის შედეგების გაუქმებას ამ მიზეზით ითხოვდა. საიამ უარი თქვა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის კითხვებისთვის პასუხის გეცემა სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციას მოუწია.

არჩევნების შედეგების მიმართ უნდობლობა საპარლამენტო უმრავლესობისთვის მხოლოდ სპეკულაციას ნაწილია. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ დაინტერესებული ძალები ამ გზით მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ოპოზიციურ პარტიებში არ პასუხობენ კითხვას, უნდა გახდეს თუ არა ფარულობის დარღვევის მაგალითების გათვალისწინებით სხვა ქვეყნებში ჩატარებული არჩევნების შედეგები სადაო. ხელისუფლები ოპონენტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს შემთხვევაში არაერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი.

არჩევნებიდან ერთ კვირაზე მეტი გავიდა და სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე შესაძლო გავლენის მომხდენი არცერთი რეალური მტკიცებულება ოპონენტებს ამ დრომდე არ წარუდგენიათ. ზეპირი განცხადებები მიღმა ”ქართული ოცნება” ოპოზიციის და მესამე სექტორის ნაწილის პოლიტიკურ მიზანს ხედავს.

”ქართული ოცნებაში” პასუხისმგებლობის აღებისკენ მხოლოდ ოპოზიციას ან მესამე სექტორს არ აკისრებენ. სახელისუფლებო პარტიაში მიაჩნიათ, რომ არჩევნების შედეგების დისკრედიტაციის მცდელობას ის დონორი ორგანიზაციებიც უწყობენ, ხელს, რომლებიც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი დამფინანსებლები არიან.

დღის ამბები