27 დეკემბერი 2024,   00:05
ვრცლად
"რუსეთი გაიჭედა უკრაინაში, დღეში 20-30 ათასი კაცი ეხოცებათ" - ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი, რუსთაველის გამზირზე აქციაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც უკრაინაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა:

"რუსეთი გაიჭედა უკრაინაში დღეში 20-30 ათასი კაცი ეხოცებათ, ერთი სოფლის აღებას აწყვიტავენ 200-300 ათას კაცს, ფიზიკურად ცოცხალი ძალა აღარ ჰყავთ. სოფელ-სოფელ დასდევენ კაცებს რომ ჯარში წაასხან და ცოცხალი ძალა სჭირდებათ,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები