06 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
"ქართველი ფსევდოლიბერალების აზრით, ამერიკელი ხალხი დღეს ჩელიაბინსკში გაიღვიძებს" - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის  აქციებს არანაირი რესურსი არ აქვს.

"მოატყუეს ხალხი, რომ 25-30% ჰქონდა "ქართულ ოცნებას". ახსნა არ აქვთ, ეს სულელური პროტესტები რომ არ აორგანიზონ, რა უნდა უთხრან თავის მხარდამჭერებს. მართლა გულწრფელად თანავუგრძნობ მათ. იმ ტყუილის საფუძველზე მეორე ტყუილის თქმა დასჭირდათ, რომ მმართველ პარტიას, ნაცვლად 25%-ისა, იმიტომ აქვს 54%, რომ რამდენიმე ასეული ათასი ხმა გააყალბესო.

სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში არიან ადამიანები, მათი მომხრეების მცირე ნაწილი, რომელიც ამ სიგიჟეს იჯერებს, მაგრამ ვიღაც ხომ იჯერებს. არც ამ ტყუილის განვრცობას აქვს რამე რესურსი და არც - ამ აქციებს.

ტყუილში ცხოვრობენ - მაგალითად, ქართველი ფესვდოლიბერალების აზრით, ამერიკელი ხალხი დღეს ჩელიაბინსკში გაიღვიძებს, ასეთი ნარატივი აქვთ. მათ რომ ჰკითხო, ჩელიაბინსკში გაიღვიძებენ ამერიკელები დღეს, რადგან ტრამპი იმარჯვებს. ახლა წარმოიდგინეთ, კამალა ჰარისმა რომ დაიწყოს, რომ ჩელიაბინსკში ვიღვიძებთო. დაახლოებით, ამ დონის კამპანია აქვთ საქართველოში", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები