არჩევნების გაყალბებაზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, პროკურატურაში დაბარებულია მამუკა ხაზარაძე და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. პოლიტიკოსები, კოლეგების მსგავსად, არ გეგმავენ უწყებაში მისვლას, სავარაუდოდ, გამოიკითხებიან სასამართლოში, თუმცა როდის, ჯერ უცნობია.
"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხებს.
"ყველგან მოვალ, თქვენ იცით, რომ მე დავეთანხმე, რომ მაგისტრანტ მოსამართლესთან მივალ და ვუპასუხებ კითხვებს." - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.