03 დეკემბერი 2024,   22:02
ვრცლად
"ქართული ოცნების" და ტრამპის პოლიტიკის თანხვედრა ჩვენს საერთო ინტერესებში დიდ პროგრესს მოიტანს, ეს იქნება ახალ პარტნიორულ ეტაპზე გადასვლა - ნინო წილოსანი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის ნინო წილოსანის განცხადებით, დონალდ ტრამპისა და "ქართული ოცნების" პოლიტიკა ერთმანეთთან დიდ თანხვედრაშია, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადახედვას და დალაგებას მოიტანს.

როგორც წილოსანმა "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, დონალდ ტრამპი უკრაინაში ომის სწრაფად დასრულების მომხრეა, რის შემდეგაც "ქართულ ოცნებაზე" და საქართველოზე საერთაშორისო ზეწოლა მოიხსნება.

"ქართულ ოცნებაზე" ძალიან დიდი თავდასხმები იწყება მაშინ, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო. აქედან მოყოლებული დღემდე, ეს დაძაბულობა უფრო და უფრო მძაფრდება. მათ შორის, სააშკარაოზე გამოდის რა იყო მოთხოვნა და რაზე ვთქვით უარი. ბევრი ფაქტორი საზოგადოებისთვის უკვე ისე კარგად დალაგდა, რომ ის, რაზეც ჩვენ თავიდან ცხადად ვერ ვსაუბრობდით, მოგვიანებით ძალიან კარგად გახდა ხილული. ოპოზიციის მიერ გადადგმული ნაბიჯები კარგად აჩვენებს რა არის მათი ინტერესები, მათ შორის, რა არის იმ უცხოელი აქტორების ინტერესები, ვინც მათთვის სასარგებლო განცხადებებს აკეთებენ.

რაც შეეხება აშშ-ს, ორპარტიული განცხადებები სენატის და კონგრესის წარმომადგენლების მხრიდან შეიძლება კეთდებოდეს, რომლებიც "ფარას" და სხვა დოკუმენტების მიერ არაერთხელ დადასტურებულა, რომ კონკრეტული ლობისტური კამპანიის ნაწილები არიან. ეს შტატებში იმდენად მიღებული პრინციპია, რომ ლობისტური პრინციპის გამომტანი შეიძლება რესპუბლიკელიც იყოს და დემოკრატიც. ამაზე დიდად აქცენტი არ უნდა გავაკეთოთ.

ჩვენ უფრო გლობალურ სურათს უნდა შევხედოთ. აქ საუბარია ღირებულებების თანხვედრაზე. "ქართულ ოცნებას", ბოლოს მიღებულ ყველა დეკლარაციაზე თუ რეზოლუციაზე იმისთვის გვაკრიტიკებენ, რომ ოჯახურ ღირებულებებს ვიცავთ და გვთხოვენ, რომ გავაუქმოთ კანონი "ოჯახური ღირებულებების შესახებ". ეს იმდენად მიუღებელია და იმდენად შეესაბამება თავად ტრამპის მიერ გაცხადებულ პოლიტიკას, რომ ეს, ნათელია, დიდ თანხვედრას მოიტანს ჩვენს საერთო ინტერესებში. ეს თავისთავად დამშვიდებას და ამ ურთიერთობების გადახედვას მოიტანს. ეს იქნება ახალ პარტნიორულ ეტაპზე გადასვლა. ამასთან, უმნიშვნელოვანესია მშვიდობის დღის წესრიგი. უკრაინაში ომის დასრულება არის გარდაუვალი და ტრამპის პირობებში, მას თავად აქვს გაცხადებული, რომ ემხრობა ამ ომის დასრულებას. ამის შემდეგ მოიხსნება წნეხი "ქართული ოცნების" და საქართველოს მიმართ", - განაცხად ნინო წილოსანმა.

დღის ამბები