09 ნოემბერი 2026,   17:42
ვრცლად
რუსთაველი პირველკლასელები პროგრამაში "ჩემი პირველი ნერგი" ჩაერთნენ

საქართველოს მთავრობის ინიციატივით განხორციელებულ გარემოსდაცვით პროგრამაში-  "ჩემი პირველი ნერგი", დღეს რუსთავის 1436 პირველკლასელი ჩაერთო

რუსთავი ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია, სადაც საქართველოს მთავრობის, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ჩართულობით, ეკოლოგიური პროგრამა "ჩემი პირველი ნერგი" განხორციელდა.

ხეების დარგვის პროცესი, რუსთავში დილის 10.00 საათიდან დაიწყო და რუსთაველმა პირველკლასელებმა, მშობლიური ქალაქის ფლორა, 14 00-ზე მეტი ახალი ნარგავით გაამდიდრეს.

მწვანე აქციაში მონაწილეობა, სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლის მხარეში ილია ჯალაღანიამ, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამთა დევდარიანმა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა და დეპუტატებმა, რუსთავის მერის მოადგილეებმა, საჯარო სკოლების პედაგოგებმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა მიიღეს.

პროგრამის - "ჩემი პირველი ნერგი" ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 12 სხვადასხვა სახეობის ნერგი რეგიონების ენდემური კლიმატის გათვალისწინებით დაირგო და მასში მონაწილეობა, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელმა მიიღო.

დღის ამბები