დმანისის მერი სოფელ მაშავერაში მისასვლელი გზისა და სიონის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს 3 კმ-მდე გზის ბეტონის საფარის და სანიაღვრე არხების მოწყობა. სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ ლარს შეადგენს.
მერიის წარმომადგენლების განცხადებით, პროექტის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გზების მდგომარეობა, რაც ადგილობრივ მცხოვრებლებს გადაადგილებას გაუმარტივებს.