27 დეკემბერი 2024,   00:38
ვრცლად
ხელისუფლებამ მოქალაქეებს სისტემური რეგისტრაციის პროექტით, მიწის უსასყიდლოდ შესყიდვის უფლება შეუქმნა, ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას - რატი ბრეგაძე

მიწის სისტემური რეგისტრაცია საქართველოში - რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო მოქალაქეებს სარგებლობაში არსებულ და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებს უსასყიდლოდ ურეგისტრირებს. რეფორმა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

იუსტიციის სამინისტროს რეფორმის შედეგები იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზაზე გამართულ ღონისძიებაზე შეაჯამეს. მონაწილეებს პრემიერმა სიტყვით მიმართა.

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიწის სისტემური რეგისტრაცია ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას შეუწყობს ხელს.

"ძირითადი უფლება სახელმწიფოს მხრიდან არ ჩარევას და მისი უსაფრთხოდ განხორციელებისთვის სათანადო მექანიზმების უზრუნველყოფას გულისხმობს. 

საქართველოს ხელისუფლება არათუ არ ჩაერია საკუთრების უფლებაში, არამედ მოქალაქეებს მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტით, შეუქმნა მიწის უსასყიდლოდ შესყიდვის უფლება.

ყველა მიწის მესაკუთრე ერთხელ და სამუდამოდ გაერკვევა და ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას,"- აცხადებს რატი ბრეგაძე.

დღის ამბები