26 დეკემბერი 2024,   17:35
ვრცლად
თბილისის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი კიდევ 4 წლით თათია აფციაური იქნება

თბილისის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი კიდევ 4 წლით თათია აფციაური იქნება. არჩევნები დღეს ჩატარდა. გამგეობის 7-მა წევრმა მხარი ამჟამინდელ პრეზიდენტს დაუჭირა.

სხდომის ფარგლებში აფციაურმა გასული 4 წელი შეაჯამა და მომავალი წლების სამოქმედო გეგმაც წარადგინა.

დღევანდელ სხდომაზე ფარიკაობის ფედერაციაში აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტი და გენერალური მდივანიც.

დღის ამბები