26 დეკემბერი 2024,   18:01
ვრცლად
15 წლის ბრიტანელ გოგონას პარაპლანი დაეჯახა - მოზარდი თურქეთში ოჯახთან ერთად ისვენებდა

15 წლის ბრიტანელ გოგონას პარაპლანი დაეჯახა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდი ოჯახის წევრებთან ერთად თურქეთში ისვენებდა. ამის შესახებ გამოცემა dailymail წერს. 

თავდაპირველად, მოზარდის დედას ეგონა, რომ გოგონა დაიღუპა. ის ახლა მკურნალობას თურქეთის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადის. გოგონას სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი მოტეხილობები აქვს. 

გოგონას დედამ თქვა, რომ "ეს იყო ყველაზე ცუდი კოშმარი", როდესაც მისი ქალიშვილი მაგიდასთან იჯდა და პარაპლანი დაეჯახა.

 

 

დღის ამბები