27 დეკემბერი 2024,   02:14
ვრცლად
ერთი დაღუპული, 13 დაშავებული, დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები და ავტომობილები - თავდასხმა ოდესაზე

ერთი დაღუპული და 13 დაშავებული - ოდესის საოლქო პროკურატურის ცნობით, დაშავებულებს შორის ორი ბავშვია. რუსული ძალების თავდასხმის შედეგად, ოდესაში საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები და ავტომობილები დაზიანდა, მათ შორის, 10 ავტომობილი სრულად დაიწვა. იერიში დრონების გამოყენებით გვიან ღამით განხორციელდა. 

ფრონტზე კურახოვის და პოკროვსკის მიმართულებით ახლა ყველაზე რთული მდგომარეობაა. უკრაინული მხარე პოზიციების გასაძლიერებლად მუშაობს - თქვა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ბოლო "ფეისბუქ" მიმართვაში. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა კიევში გამართულ შეხვედრებსა და კონსულტაციებზე. მისი თქმით, პარტნიორებთან მოლაპარაკებების მხრივ დატვირთული დღე იყო. ზელენსკიმ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ფინეთის პრეზიდენტთან საუბრის შესახებ.

კიევში იმყოფება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი. ის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ანდრეი სიბიგას შეხვდა, საერთო პრესკონფერენციაზე ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა რჩება ურყევი, რაც აბსოლუტურად საჭიროა, რომ უკრაინამ გააგრძელოს რუსეთის აგრესიისგან თავის დაცვა.

უკრაინის მიმართ მხარდაჭერა ევროკავშირის დღის წესრიგში რჩება, თუმცა ახლა მთავარი ყურადღება მაინც შტატებისკენაა მიმართული. როგორი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური დღის წესრიგი უკრაინისთვის 20 იანვრის შემდეგ, რაც ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება.

 

დღის ამბები