27 დეკემბერი 2024,   00:37
ვრცლად
ტრაგედია ალგეთში - 2 წლის ბავშვს აგური დაეცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა

მარნეულის რაიონის სოფელ ალგეთში 2 წლის ბავშვი ტრაგიკულად დაიღუპა. მას სავარაუდოდ, საცხოვრებელი სახლიდან ჩამოვარდნილი აგური დაეცა და მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

დღის ამბები