უკრაინაში ომი გრძელდება. ქვეყნის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში ჩრდილოეთიდან დრონების გაშვების გამო ჩაირთო. აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვში - რუსულმა ძალებმა ქალაქსა და გარეუბნებში ანტისაავიაციო იარაღი გამოიყენეს. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, ფრონტზე 151 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა არმიამ დონეცკის ოლქში კურახოვეს ჩრდილოეთით ილინკა დაიპყრო და კუპიანსკის მახლობლად წინ წაიწია.
ამერიკული ტელეარხის "ფოქს ნიუსის" ინფორმაციით, დონალდ ტრამპი უახლოეს მომავალში უკრაინასთან დაკავშირებით სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს, რომელსაც ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების წარმოება დაევალება.