უძველესი ქვა, რომელზეც ამოტვიფრულია ძველი აღქმის 10 მცნება, დეკემბრის თვეში, აუქციონზე 2 მილიონ დოლარად გაიყიდება.
ქვა, რომელიც დათარიღებულია დაახლოებით 1 500 წლის წინა, ძველი რომაულ-ბიზანტიური ეპოქით, უძველესი სამყაროს გამორჩეულ არტეფაქტად მიიჩნევა. ის ასეულობით წლები დავიწყებული იყო.
უძველესი ქვა, რომელიც 115 ფუნტს იწონის, სიმაღლეში კი 2 ფუტია, 1913 წელს, ახალი სარკინიგზო ხაზის გათხრისას, თანამედროვე ისრაელის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში აღმოაჩინეს.
არტეფაქტი იმ ადგილთან ახლოს იპოვეს, სადაც ადრეული სინაგოგები, მეჩეთები და ეკლესიები იყო განთავსებული. ქვაზე, ბიბლიური 10 მცნება პალო-ებრაული შრიფტით იყო ამოტვიფრული. ამის მიუხედავად, აღმოჩენა არ იყო სრულფასოვნად შეფასებული და ათობით წლების განმავლობაში გამოიყენებოდა ხიდის მსგავსად, უცნობი პირის სახლის შესასვლელთან.
საბოლოოდ, ფირფიტის ისტორიული მნიშვნელობა აღიარებულ იქნა და უძველესი არტეფაქტი იქნა შემონახული.
როგორც CNN წერს, ქვა იქნა მიყიდული ერთ-ერთი მეცნიერისთვის 1943 წელს. უძველესი ქვა, რომელზეც 10 მცნება არის ამოტვიფრული, ნიუ-იორკში, აუქციონის მეშვეობით, შემდეგ თვეს გაიყიდება.
წყარო: CNN