უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ომის დაწყების დღიდან გრძნობენ ქართველი გულშემატკივრის მხარდაჭერას და მათ ამისთვის მადლობა გადაუხადა.
"ძალიან საინტერესო სიმღერას მღეროდნენ ქართველი გულშემატკივრები პირველ ტაიმში, მადლობა ყველა ქართველს ამისთვის. ომის დაწყების დღიდან ვგრძნობთ მხარდაჭერას ქართველი გულშემატკივრის მხრიდან," - განაცხადა სერგეი რებროვმა.