17 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
თურქეთში ამოუცნობმა პირებმა პოლიციის მანქანას "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლეს

თურქეთში, ქალაქ სტამბულში, პოლიციის მანქანას "მოლოტოვის კოქტეილი" და ხელნაკეთი ასაფეთქებელი საშუალება ესროლეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, არასანქცირებული შეკრების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, ადგილზე მივიდნენ და მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდეს.

პოლიციის მოწოდების საპასუხოდ, ამოუცნობმა პირებმა მათი მიმართულებით "მოლოტოვის კოქტეილი" და ხელნაკეთი ასაფეთქებელი საშუალება ისროლეს და ადგილიდან მიიმალნენ.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

დღის ამბები