18 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
თურქეთში საქალაქთაშორისო ავტობუსი გადაბრუნდა - არის მსხვერპლი

თურქეთში, ესქიშეჰირის პროვინციაში საქალაქთაშორისო ავტობუსი გადაბრუნდა, რის შედეგადაც ერთი მგზავრი დაიღუპა და 30 დაშავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ალანია-ბურსას მარშრუტზე მიმავალი ავტობუსი სოფელ დერბენტთან გადაბრუნდა, რის შედეგადაც 56 წლის მგზავრი ნიჰატ იუჯელერი დაიღუპა.

ავტობუსში სულ 44 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, მძღოლიც. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

დღის ამბები