ხვიჩა კვარაცხელია, ჩემპიონთა ლიგაზე შედეგიანი გამოსვლის გამო, გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს, - ინფორმაციას ფრანგული კლუბი ავრცელებს.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ფრანგული PSG-ს წევრმა, უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე, გოლით ან საგოლე გადაცემით, ზედიზედ ყველაზე მეტ მატჩში მონაწილეობის რეკორდი დაამყარა.
2025-2026 წლების სეზონში, PSG-ს შემადგენლობაში, კვარაცხელიამ გოლი ან საგოლე გადაცემა ზედიზედ შვიდ შეხვედრაში მიითვალა. მან რეკორდული მაჩვენებელი 2026 წლის 25 თებერვლიდან 6 მაისამდე პერიოდში დაამყარა.
კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ მატჩში მინიმუმ ერთი გოლით ან საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. ეს მიღწევა გინესის მსოფლიო რეკორდების ორგანიზაციამ ოფიციალურად აღიარა.
შედეგად, კვარაცხელია უკვე "გინესის მსოფლიო რეკორდების" 2027 წლის საფეხბურთო გამოცემაშია.