24 დეკემბერი 2024,   07:33
ვრცლად
გიორგი ვაშაძე მხარდამჭერებს მიმართავს - მისი თქმით, ცოტანი არიან და, პროტესტის გასაგრძელებლად, უფრო მეტი ადამიანია საჭირო

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აკეთებს განცხადებას და თავის მხარდამჭერებს აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებს, რათა პროტესტს შეუერთდნენ - როგორც გიორგი ვაშაძე ამბობს, ისინი არიან ცოტანი და პროტესტი რომ გაგრძელდეს, უფრო მეტი ადამიანია საჭირო.

მელიქიშვილზე რჩებიან სამართალდამცავები, მათ წინ კი აქციის მონაწილეები იმყოფებიან.

ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ ისინი არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას და აქციის გაგრძელებას გეგმავენ. თუმცა, კონკრეტული სამოქმედო გეგმა როგორი იქნება - ჯერჯერობით უცნობია.

"ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება, აბსოლუტურად კანონის შესაბამისად ვიქცევით. დავარქვათ ამას მობილური პროტესტი. ამას ჰქვია ის უწყვეტი, განგრძობადი პროტესტის ახალი სახე, რასაც ჰქვია მობილური პროტესტი. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ შევდივართ შემხებლობაში მათთან. გამოგვეკიდებიან? ერთად უნდა ვიყოთ, რომ არ გავატანოთ ჩვენი თანამებრძოლები. მინიმუმ 5 ადამიანი უნდა იყოთ ერთად იმისთვის, რომ ვერ შეძლოს პოლიციამ თქვენი დაკავება", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

დღის ამბები