24 დეკემბერი 2024,   07:32
ვრცლად
უკრაინამ "ატაკამსის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტებით რუსეთის სიღრმეში პირველი დარტყმა მიიტანა - განადგურებულია სამხედრო სამიზნეები

უკრაინამ "ატაკამსის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტებით სასაზღვრო ზონიდან 130 კილომეტრის დაშორებით, რუსეთში მდებარე სამხედრო სამიზნეებს დაარტყა - უკრაინამ მოწინააღმდეგის პოზიციები გაანადგურა.

ეს ბაიდენის ნებართვის შესაბამისი ნებართვის შემდეგ, უკრაინის მიერ შორ მანძილზე მოქმედი იარაღით რუსეთის სიღრმეში პირველი დარტყმაა. "ტელეგრამ" არხებში ვრცელდება რაკეტების გაშვების ამსახველი სავარაუდო ვიდეომასალა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 1 000 დღე გავიდა - ოკუპანტი მოსახლეობაზე თავდასხმებს განაგრძობს - რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ გლუხოვის დაბომბვას ათი ადამიანი ემსხვერპლა. დაიღუპა ბავშვიც - დაჭრილია 13 მოქალაქე.

დაბომბილია, მრავალსართულიანი კორპუსები, საცხოვრებელი სახლები და მეურნეობები. მაშველები ამ დრომდე ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების საერთო საცხოვრებლის ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ. თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი - ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პუტინის განზრახვა ომის გაგრძელებაა.

დღის ამბები