12 აგვისტო 2026,   23:37
ვრცლად
ComCom-მა ვანში "ციფრული მხარდაჭერის პროგრამა" დაიწყო

კომუნიკაციების კომისიამ ვანის მუნიციპალიტეტში "ციფრული მხარდაჭერის პროგრამის" განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ადგილობრივი ხელისუფლების, სამიზნე სოფლებში მერის წარმომადგენლებსა და რესურსცენტრის ხელმძღვანელთან. კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

პროგრამა ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ინტერნეტის ფუნქციურ და პრაქტიკულ გამოყენებას და მასში მონაწილეობა ვანის მუნიციპალიტეტის სამიზნე დასახლებების ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია. ტრენინგები ჩატარდება თემებზე: ინტერნეტის მიზნობრივი და უსაფრთხო გამოყენება, ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება და ინტერნეტი დასაქმებისთვის. სემინარების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, გუგლის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა.

კომუნიკაციების კომისია ვანის მუნიციპალიტეტში ტრენინგებს ზედა გორაში, ზეინდარში, იმერუხეთში, ინაშაურში, რომანეთში, საპრასიაში, სულორში, უხუთსა და ძულუხში ჩაატარებს. აღნიშნულ დასახლებებში 14 წელს ზემოთ ნებისმიერ მცხოვრებს ტრენინგების გავლა უფასოდ შეუძლია. ტრენინგებზე დასასწრებად მსურველები უნდა დაუკავშირდნენ პროგრამის ციფრულ ელჩს ნომერზე: 555 74 28 48.

ComCom-ის წარმომადგენლები ასევე, პროგრამის გაცნობის მიზნით, ვანის სამიზნე სოფლების მოსახლეობასაც შეხვდნენ.

დღის ამბები