24 დეკემბერი 2024,   07:38
ვრცლად
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში მოლდოვა დაამარცხა

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მოლდოვას უმასპინძლა და პირველი ამხანაგური მატჩის მსგავსად, ახლაც გაიმარჯვა - 2:0.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ამ გუნდების პირველი მატჩი ვასილ მაისურაძის გაწვრთნილებმა გიორგი ფერაძის დუბლით (11, 37) მოიგეს.

ქართველი 18-წლამდელები ამჯერადაც უკეთესები აღმოჩდნენ. 33-ე წუთზე ანგარიში საბა მურვანიძემ გახსნა, 67-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში დავით ზაქარეიშვილმა დააფიქსირა.

დღის ამბები