სამართალდამცველები ჭავჭავაძის გამზირზე დილის 05:30-ზე გამოჩნდნენ. ე.წ მოძრავი ცოცხალი ჯაჭვის საშუალებით, პოლიციამ დემონსტრანტებს ტერიტორია დაატოვებინა. ფეხით მომავალი სამართალდამცავების უკან, პოლიციის ავტოტრანსპორტი მოძრაობდა.
ამჟამად, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. "თბილსერვის ჯგუფის" წარმომადგენლები ადგილზე მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც მომიტინგეებმა ჭავჭავაძის გამზირი დატოვეს. როდის გაიხსნება ტრანსპორტისთვის გზა - ამ ეტაპზე უცნობია.