24 დეკემბერი 2024,   07:34
ვრცლად
ბორელმა პირდაპირ თქვა, რომ არასამთავრობოებს დავაფინანსებთ ქართველი ხალხის ნაცვლადო, თვითონ მათი პატრონები აღიარებენ, რომ ამ პროცესებს აფინანსებენ - გურამ მაჭარაშვილი

უცხოეთიდან წამოსული ფული, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებს ხმარდება - მმართველი გუნდი გაუმჭვირვალე დაფინანსებაზე საუბრობს და მესამე სექტორსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ბრალდებებს უყენებს.

როგორც უმრავლესობა აცხადებს, აქციების გაურკვეველი ფულით დაფინანსება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ დონორების თანხები არამინობრივად იხარჯება. 

"ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის წევრის გურამ მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიცია შავი ფულით ფინანსდება.

"ოპოზიცია, რომ დაფინანსება და მათ შორის, შავი ფული აქვთ უცხოეთიდან, ამას პირდაპირ აღიარებენ. აგერ ბორელმა პირდაპირ თქვა, რომ არასამთავრობოებს დავაფინანსებთ ქართველი ხალხის ნაცვლადო, თვითონ მათი პატრონები აღიარებენ, რომ ამ პროცესებს აფინანსებენ იმ შავი ფულით სწორედ, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები