აშშ-ის ვაშინგტონის შტატში, ძლიერი ქარის გამო, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულები.
ქარიშხალმა ამოძირკვა ხეები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და მანქანები; 600 000-ზე მეტ აბონენტს შეუწყდა ელექტროენერგია. შტატის ნაწილში შეჩერებულია სასწავლო პროცესიც.
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ძლიერი ქარი ჩრდილოეთ კალიფორნიის მიმართულებით გადაინაცვლებს, სადაც სტიქიას უხვი ნალექიც დაემატება.