26 დეკემბერი 2024,   21:07
ვრცლად
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში სლოვაკეთის ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში სლოვაკეთის ელჩს შეხვდა. ისაუბრეს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების სისტემატური დარღვევის შემთხვევებზე- განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები .

"შევხვდით სლოვაკეთის ელჩს. მადლობა გადავუხადეთ მას იმ სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენ ვახორციელებთ და დავსახეთ მომავალი გეგმები, რათა კიდევ უფრო მეტი სიკეთე მიიღოს ჩვენმა დევნილმა მოსახლეობამ", - აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი.

დღის ამბები