მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრი რუსეთში ვიზიტს გეგმავს. ვიქტორ პარლიკოვი მოლაპარაკებას "გაზპრომთან" გამართავს. საუბარი დნესტრისპირეთისთვის რუსული გაზის მიწოდებაზე იქნება.
ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მოლდოვამ უარი თქვა რუსულ გაზზე და აირს ევროპულ ბაზარზე ყიდულობს, თუმცა "გაზპრომი" დნესტრისპირეთისთვის გაზის მიწოდებას აგრძელებს.