27 დეკემბერი 2024,   16:02
ვრცლად
"დიდი პასუხისმგებლობაა, ვუხელმძღვანელო საგარეო მიმართულებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვხედავთ როგორ ხდება ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეების გამოყენება საგარეო არენაზე" - საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი მაკა ბოჭორიშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მაკა ბოჭორიშვილმა, პრემიერ-მინისტრს და მმართველ პარტიას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყოველ დღეს და წუთს საქართველოს ეროვნული ინტერესების და კონსტიტუციური მიზნების დაცვას მიუძღვნის.

ბოჭორიშვილის თქმით, მისთვის დიდი პატივია საქართველოს სამსახურში ყოფნა.

"პირველ რიგში, დიდ მადლობას გადავუხდი პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, "ქართული ოცნების" გუნდს იმ ნდობისთვის, რომელიც მე გამომიცხადეს. ჩვენი ქვეყნის გამოწვევებიდან გამომდინარე, დღეს, საგარეო პოლიტიკის განხორციელება მოითხოვს განსაკუთრებულ გამბედაობას და იმავდროულად სიფრთხილეს. ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ვუხელმძღვანელო საგარეო მიმართულებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ თუ რამხელა გავლენას ახდენენ ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურობაზე, შიდა პოლიტიკაზე და როგორ ხდება ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეების გამოყენება საგარეო არენაზე. ჩემთვის ეს ნამდვილად დიდი პატივია ვიყო ჩვენი ქვეყნის სამსახურში. უკვე აღმასრულებელი ხელისუფლებიდან მას შემდეგ, რაც პარლამენტის მიერ გამოცხადებული იქნება ნდობა. ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა არასდროს ყოფილა მარტივი, თუმცა ჩემი მხრიდან ყოველი დღე და წუთი მიეძღვნება სწორედ იმას, რომ მაქსიმალურად იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული და კონსტიტუციური მიზნები დაცული საერთაშორისო არენაზე", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები