26 დეკემბერი 2024,   14:37
ვრცლად
აქციის დროს პოლიციელზე თავდამსხმელი, "კურიერის" ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრია - ის წარსულშიც ნასამართლევია

"კურიერმა" პოლიციელზე თავდამსხმელის ვინაობა გაარკვია. "კურიერის" ინფორმაციით, ანატოლი გიგაური, "ნაციონალური მოძრაობის" წევრია. ის წარსულში ნასამართლევია ქურდობისა და მამის მიმართ ძალადობის ბრალდებით. მასზე ასევე გამოწერილი აქვთ შემაკავებელი ორდერი.

ცნობისთვის, ანატოლი გიგაური პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაში იღებდა მონაწილეობას, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები