26 ნოემბერი 2024,   02:12
ვრცლად
რუსეთში 17 წლის გოგო ღორებმა დაგლიჯეს - ის ადგილზე გარდაიცვალა

რუსეთში, კრასნოიარსკის ოლქში, ღორებმა 17 წლის გოგო დაგლიჯეს, რის შედეგადაც ის დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, მე-11 კლასის მოსწავლე მეგობარმა გვიან ღამით იპოვა. მოზარდს სხეულის სხვადასხვა ნაწილში მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. სასიკვდილო ჭრილობა, თეძოზე, არტერიის დაზიანება გახდა.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, გოგონა საღორეში ყოფნის დროს ცუდად გახდა და გონება დაკარგა, რის შემდეგაც, ის ღორებმა დაგლიჯეს.

დღის ამბები