26 დეკემბერი 2024,   23:03
ვრცლად
სკოლის ავტობუსი ხრამში გადავარდა, დაიღუპა 17 ადამიანი - შემთხვევა პერუში მოხდა

პერუში, სკოლის ავტობუსი ხრამში გადავარდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 2 წლის ბავშვი და 5 მოზარდია. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, როდესაც ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა და 20 მეტრის სიღრმის ხრამში გადავარდა. ავარიის დროს, ავტობუსში 57 მგზავრი იმყოფებოდა.

მედიის ცნობით, ავტობუსს სკოლის მოსწავლეები, მათი ოჯახის წევრები და მასწავლებლების ჯგუფი ჩრდილოეთ ქალაქ პიურადან, სან-მარტინის, ამაზონის ოლქში გადაჰყავდა.

ავტოსაგზაო ჩემთვისვეა სან-მარინის რეგიონში, მოიობამბას პროვინციაში მოხდა.

დღის ამბები