26 დეკემბერი 2024,   22:37
ვრცლად
ურუგვაის საპრეზიდენტო არჩევნებში ისტორიის ყოფილმა მასწავლებელმა გაიმარჯვა

ურუგვაის პრეზიდენტად ისტორიის ყოფილი მასწავლებელი, მემარცხენე იამანდუ ორსი აირჩიეს. მეორე ტურში მან მოქმედი მმართველი, კონსერვატიული კოალიციის კანდიდატი ალვარო დელგადო 3%-ით დაამარცხა.

ორსის მემარცხენე კოალიცია "ფართო ფრონტი" ხელისუფლებაში ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. კოალიცია ქვეყანას 2005-2020 წლებშიც მართავდა, სანამ მას კონსერვატორი პრეზიდენტი ლუის ლაკალე პოუ შეცვლიდა.

57 წლის ორსი ყოფილი პრეზიდენტის, ხოსე მუხიკას მემკვიდრედ მიიჩნევა. მუხიკას მასგავსად, რომელსაც, ცხოვრების მოკრძალებული წესის გამო, "მსოფლიოში ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი" შეარქვეს, ორსიც ღარიბი ოჯახიდანაა. ორსი პოლიტიკაში ჩაბმამდე სკოლაში, ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა.

ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 2025 წლის 1 მარტს გაიმართება. მემარცხენე კოალიცია "ფართო ფრონტმა" სენატში უმრავლესობა მოიპოვა, თუმცა წარმომადგენელთა პალატაში ეს ვერ შეძლო.

წყარო: BBC

დღის ამბები