აჭარის უმაღლეს საბჭოს ისევ დავით გაბაიძე უხელმძღვანელებს. არჩევნების შემდეგ დღეს სხდომა პირველად გაიმართა.
დავით გაბაიძე თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატურა იყო და მას მხარი დარბაზში მყოფმა 13-ვე დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა. სხდომას არ ესწრება ოპოზიცია რომელიც არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
რაც შეეხება თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას, მას რამაზ ჯინჭარაძე დაიკავებს. ის არჩევნებამდე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.