53 წლის მიხეილ ყაველაშვილი 2016 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი - 2024 წლის 20 მარტიდან - პარტია "ხალხის ძალის" პოლიტიკური მდივანი.
ცნობილი ქართველი ფეხბურთელი იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი. მისი წარმატებული სპორტული კარიერა 1990 წლიდან დაიწყო.
1988–1995 წლებში იყო "დინამო თბილისის" ფეხბურთელი, 1995–1997 წლებში - "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი; თამაშობდა გრასჰოფერში და ციურიხში.
2009 წლიდან - საქართველოში მსოფლიოს ფეხბურთელთა გაერთიანების დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი.
მიხეილ ყაველაშვილი დაიბადა 1971 წლის 22 ივლისს, ბოლნისში. ჰყავს მეუღლე და 4 შვილი.