"ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ნიკოლეიშვილი, "ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი განცხადებით, ყაველაშვილი სამშობლოზე შეყვარებული ღირსეული ქართველია, რომელიც შესანიშნავად წარმოაჩენს საქართველოსა და ქართველ ხალხს.
"მიხეილ ყაველაშვილის შესახებ ბევრს არ ვიტყვი, ეს არის სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ღირსეული ქართველი ვაჟკაცი! დარწმუნებული ვარ პრეზიდენტის რანგში შესანიშნავად წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანასა და ხალხს." - წერს ნიკოლეიშვილი.