28 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
"ერთი სანქცია, ერთი სამადლო სანქცია არ დაუწესებია ევროკავშირს რუსეთისთვის ჩვენი ომის გამო, 2008 წლის გამო" - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის ნაწილმა 26 ოქტომბერს თავის არჩევანით უარი უთხრა "ცალ ფეხზე" დგომის პოლიტიკას. ამის შესახებ პაპუაშვილმა გადაცემა "ღამის კურიერში" საუბრის დროს განაცხადა. 

"ზოგიერთმა, მათ შორის, ევროპაში ვერ გააცნობიერა რა მოხდა აქ 26 ოქტომბერს. ქართველი ხალხი გამოვიდა და ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის პოლიტიკას უთხრა უარი.

ოპოზიცია ამბობდა, რასაც გვეტყვის უცხოეთი, ის უნდა გავაკეთოთ, ოღონდ ახლა გაგვიხსნან მოლაპარაკება და ცალ ფეხზე უნდა დავდგეთ ერთი კვირა თუ გვეტყვიანო - ცნობილი განცხადებაა, რომლითაც შევიდა ეს ადამიანი ისტორიაში. ეს ხომ არის მათი მთავარი სლოგანი, ოღონდ რაღაც წინსვლა მოხდეს და ცალ ფეხზე უნდა ვიდგეთო.

ქართველი ხალხი გამოვიდა და თქვა, რომ მე არ მიღირს ცალ ფეხზე დგომა თუ დავზიანდები, თუ ჩემი ეკონომიკა დაზიანდება, თუ ჩემი უსაფრთხოება დაზიანდება.

ბოლოსდაბოლოს ევროკავშირში ჩვენ ხომ ეკონომიკური განვითარებისთვის გვინდა. სანქციებით ეკონომიკურად განვითარდებით?! დავთვალეთ, გვექნებოდა 18%-მდე ეკონომიკური ვარდნა.

ჩვენ რომ ევროკავშირისთვის დაგვეჯერებინა ორი წლის უკან, დღეს ვიქნებოდით გაღატაკებული ქვეყანა. ეს არის ჩვენი ევროინტეგრაცია? ამას ვეუბნებით, როდესაც გვესაუბრებიან ამ საკითხთან დაკავშირებით, თავი ხომ არ უნდა დავიღუპოთ იმის გამო, რომ თქვენ უცებ გადაწყვიტეთ, რომ აღარ გინდათ რუსეთთან ვაჭრობა, მანამდე ძალიან კარგადაც გქონდა ვაჭრობა რუსეთთან, ყველაფერში ლაგდებოდით.

ერთი სანქცია, ერთი სამადლო სანქცია არ დაუწესებია ევროკავშირს რუსეთისთვის ჩვენი ომის გამო, 2008 წლის გამო. ამის შემდეგ გამოფხიზლდნენ - მიდით ახლა ქართველებო, თქვენც დაეტაკეთ, დაინგრიეთ ქვეყანა. ამაზე გამოვიდა 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი, ამიტომ იყო ის ქართული რიგები", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები