28 ნოემბერი 2024,   01:28
ვრცლად
ინდოენეზიაში, ძლიერი წვიმებისა და მეწყრის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა

ინდოენეზიაში, ძლიერი წვიმებისა და მეწყრის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, უგზო-უკვლოდ დაკარგულების საპოვნელად, ცოცხალ ძალასთან ერთად მძიმე ტექნიკასაც იყენებს.

ძლიერმა წვიმამ მეწყერი რამდენიმე რეგიონში გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ისინი მხოლოდ დაღუპულებს პოულობენ.

სტიქიური მოვლენები ინდონეზიაში გასულ შაბათ-კვირას მოხდა. მაშველები უკვე რამდენიმე დღეა უწყვეტ რწჟიმში აწარმოებენ ძებნა-შველის ოპერაციას.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, სტიქიური მოვლენების შედეგად, სავარაუდოდ ტურისტებიც დაზარალდნენ, რადგან ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული რეგიონი ტურისტებისთვის მიმზიდველ ცხელ წყლებთან მდებარეობს.

ხელისუფლების წარმომადგენლები შიშობენ, რომ დაღუპულების რიცხვი გაიზრდება.

დღის ამბები