28 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილმა რომც შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, მაინც დარჩება წინასწარ პატიმრობაში, არის არაერთი ბრალი, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება და შეწყალებას პრაქტიკული დატვირთვა ნაკლებად ექნება - ირაკლი კობახიძე

სააკაშვილს აქამდეც შეიწყალებდა სალომე ზურაბიშვილი, რომ არა ერთი ფაქტორი - რომც შეიწყალოს, მაინც რჩება სააკაშვილი წინასწარ პატიმრობაში, გარდა ამისა, არის სხვა საქმეები, რომელიც არის აღძრული მის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის შეწყალებას პრაქტიკული დატვირთვა ნაკლებად ექნება.

"სააკაშვილს აქამდეც შეიწყალებდა, გახსოვთ, რამხელა კამპანია იყო გაშლილი სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. გახსოვთ, მათ შორის, 27 ელჩი აიძულეს, რომ დემარშით მისულიყვნენ იუსტიციის მინისტრთან. უკიდურესად ძლიერი იყო კონკრეტული ძალების სურვილი, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლებულიყო. აქამდე გააკეთებდა ამას სალომე ზურაბიშვილი, რომ არა ერთი ფაქტორი - რომც შეიწყალოს, მაინც რჩება სააკაშვილი წინასწარ პატიმრობაში, გარდა ამისა, არის სხვა საქმეები, რომელიც არის აღძრული მის მიმართ. შესაბამისად, პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას. ანუ, მას არ შეუძლია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს წინასწარი პატიმრობა, რაც არის შეფარდებული მის მიმართ და არის არაერთი ბრალი, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისად, პრაქტიკული დატვირთვა ამ შეწყალებას ნაკლებად ექნება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები